საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. ორშაბათს, 18 მარტს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. ოპოზიციაში კვლავ ამ ცვლილებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელში ჩაგდებას ცდილობს. თავისმხრივ, „ქართულ ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტის ვეტო საარჩევნო ადმინისტრაციაზე განხორციელებული მორიგი თავდასხმაა.