ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაფაჰში სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ისრაელის პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები მოსახლეობის ევაკუაციისთვის ემზადებიან. ისრაელის პრემიერის ოფისმა ასევე განაცხადა, რომ მძევლებთან დაკავშირებით "ჰამასის" მოთხოვნები კვლავ სასაცილოა. ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ რაფაჰიდან, იქ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის ფონზე, თითქმის მილიონ ნახევარი პალესტინელის „ჰუმანიტარულ ანკლავებში“ გადაყვანას გეგმავს. ღაზას სექტორის ჩრდილოეთიდან და ცენტრალური ნაწილიდან საომარი მოქმედებების გამო გაქცეული ადამიანები, ანკლავის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ამჟამად თავს სწორედ რაფაჰს აფარებს.