გაერო-ს 50-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, გმობს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ფაქტს. აღნიშნული განცხადება გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ წაიკითხა. ერთობლივი განცხადების მიხედვით, არჩევნების ჩატარება გაერო-ს წევრი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მისი ნებართვის გარეშე არის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უპატივცემლობა და ასეთი არჩევნები საერთაშორისო სამართლით ლეგიტიმურ არ არის. ბრიფინგის დროს, სოლიდარობის ნიშნად, სერგეი კისლიცას გაერო-ში 56 ქვეყნის ელჩი გვერდით ედგა. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-ტ მარტს დაიწყო და 17-ი მარტის ჩათვლით გაგრძელდება.