საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გაააქტიურა. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული 600-მდე ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი. პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, ნიმუშების აღება მიმდინარეობს. შემოწმების დროს, განსაკუთრებული ყურადღება სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს ექცევა