ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა საგზაო უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერილი დაძმობილების პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომ გაუმჯობესებას. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.