ახალი ავტობუსები დღეიდან კიდევ ერთ, 301-ე მარშრუტზეც იმოძრავებენ. აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანით ჩანაცვლდა. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე და აქედან 43 დასაჯდომი ადგილია. აღსანიშნავია, რომ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში გასულ წელს შეისყიდა. დედაქალაქს უკვე ემსახურება 50 ცალი 18-მეტრიანი ავტობუსი, დამატებით 110 ერთეული კი მიმდინარე წლის ბოლომდე შემოვა