ამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება და ე.წ ვეტინგის სისტემა კვლავ ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განხილვის მთავარი თემაა. პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ეს მხოლოდ ქონებრივი თვალსაზრისით შემოწმებას არ უნდა მოიაზრებდეს. ანალოგიური განწყობებია მესამე სექტორშიც. “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოში არსებულ კლანზე საუბრობს და ამ პრობლემის მოგვარებას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სააჭირო წინაპირობად მიიჩნევს.