სუმის ოლქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
სუმის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში სუმის ოლქის ველიკა-პისარივკის რაიონის მიმდებარე ტერიტორიებიდან 180-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე სიტუაცია დაძაბულია და ბოლო ხუთი დღის განმავლობაში რუსების თავდასხმების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.