საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბირთვულ ომთან დაკავშირებით რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება. მაკრონის განცხადებით, საფრანგეთმა დაცულად უნდა იგრძნოს თავი, რადგან ის ბირთვული სახელმწიფოა. ტელეკომპანია TF1-თან და France 2-თან ინტერვიუში მანვე აღნიშნა, რომ როცა ქვეყანას ბირთვული იარაღი აქვს მუქარა შეუსაბამოა, შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთი ბირთვული ომისთვის მზადაა. პუტინის განმარტებით ქვეყანა, ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საფრთხე შეექმნება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას და ზიანი მიადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.