რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ოლქის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე, დაშავებულების კი 46-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეები, მედიკოსი და მაშველი, დაშავებულებს შორის კი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შვიდი თანამშრომელია. სახელმწიფო მაუწყებელ Suspilne-ის ცნობით, რეგიონში ხვალ გლოვის დღეა გამოცხადებული.