რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი მოსახლეობას ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მოწოდებას უერთდრბიან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წევრებიც. მათ მოწოდებას ექსპერტები კრიტიკულად უყურებენ. მათი დეფასებით ბოლო პერიოდში რუსეთსა და აფხაზეთს შორის უერთიერთობა აირია და რუსეთი აფხაზეთში პოლიტიკური პარტიების სახელით ცდილობს მათი ნდობის ხელახლა მოპოვებას.