„გაიაფდეს საწვავი, უარი ივანიშვილის ფასებს’ - ამ მთავარი ლოზუნგით გამარჯვების კოალიციამ საკუთარ ეკონომიკურ ხედვაზე ისაუბრა და ფასების დასტაბილურების გეგმა წარმოადგინა. ნაციონალური მოძროაბის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცახდებით, მოსახლეობას აინტერესებს საქართველომდე მოსული საწვავი, რომელიც ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს, როგორ ხდება ორჯერ უფრო ძვირი ბენზინგასამართ სადგურზე. გამარჯვების კოალიციის ლიდერები ფასების უკან მმართველი გუნდის ცალკეული წევრების ინტერესებს ხედავენ.