უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და „შავების“ აქამდე არნახულ მობილიზებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არჩევნებში ჩარევის მიზნით „ეფესბემ“ კანონიერი ქურდები გაათავისუფლა.
„რუსულმა „ეფესბემ“ კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, კანონიერი ქურდი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია. უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და "შავების" აქამდე არნახულ მობილიზებას.
ივანიშვილი აგებს არჩევნებს და ეს ყველაზე კარგად მისმა კურატორებმა იციან. რისი ეშინია „შავ სამყაროს“? - ამომრჩევლის მასობრივი გამოცხადების, ამიტომ ამჯერად არჩევნებში მონაწილეობის ყველა რეკორდი უნდა მოვხსნათ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.