თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი დავით ხიდაშელი მუშაობდა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლის პოზიციას იკავებდა. აღნიშნულ საკითხზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარტია ლელოს წევრმა სალომე სამადაშვილმა სპეციალური ბრიფინგიც გამართა. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე დავით ხიდაშელის დანიშვნა სისხლის სამართლის დანაშაულია და საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. აღნიშნულ საკითხს დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. კიდევ რა წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში და რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან.