პრემიერ მინისტრის რანგში, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, ირაკლი კობახიძის მეორე საგარეო ვიზიტი დაანონსდა. კერძოდ, მეზობელ ქვეყანა აზერბაიჯანში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დაიწყება, სადაც უამღლესი პოლიტიკური დონის შეხვედრები გაიმართება. მომდევნო ვიზიტი მეზობელ სომხეთში მომავალ კვირას დაიწყება. შეხვედრებზე განხილვის თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და რეგიონში მშვიდობის პოლიტიკის უზრუნველყოფა იქნება. დაგეგმილი ვიზიტები მმართველი პარტიისგან დადებითად შეფასდა, ოპოზიცია კი მსგავს ვიზიტებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. ირაკლი კობახიძე პრემიერ მინისტრის რანგში პირველად ბრიუსელს ეწვია. 21 თებერვალს მისი პირველი საგარეო ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუტების სათავო ოფისებსა და ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა.