საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმა - კერძოდ მართლმსაჯულების სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმის დანერგვა ევროკომისიის ერთ-ერთი მოწოდებაა. ოპოზიციისა და არასამთავრებო ორგანიზაციის ნაწილი მიიჩნევს,რომ ე.წ ვეტინგის სისტემის შემოტანა და მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება არის გამოსავალი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მისაღებად. ხელისუფლება კი ხაზგასმისთ აღნიშნავს, რომ ოპონენტების შემოთავაზება ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავს და მმართველი პარტია საკუთარი პოზიციის გადახედვას არ აპირებს.