მხატვარ ვანო აბულაძის სოლო გამოფენა გაიმართა სახელწოდებით - "კრიზისის ისტორია". ექსპოზიციამ ხელოვანის ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული ტილოები გააერთიანა. გამოფენის შინაარსი ომს, ოკუპაციის ამორალურობასა და სიმძიმეს უკავშირდება. მხატვრის შემოქმედებაში, გამყოფი ხაზი ერთ-ერთი მთავარი თემაა. ღონისძიებას მხატვრის შემოქმედების მოყვარულები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაეწრნენ. ექსპოზიცია ,,აქსისის თაუერსის”სივრცეში 3 დღის განმავლობაში დარჩება.