საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. სასახლეში გამოიფინა აჭარელი ქალების მიერ შექმნილი ხელით ნაქსოვი, ორნამენტებიანი „აჭარული ნაჭრელები“. პრეზიდენტმა მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ სტუმრებს ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა და მისი როგორც ეკონომიკური საქმიანობის როლზე ისაუბრა. ღონსძიებაზე ფოლკლორული ნაწარმოებებიც შესრულდა.