ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში 16 მარტს არის დაგეგმილი, ხოლო სომხეთში პრემიერი მომავალ კვირაში ჩავა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მეზობელ ქვეყნებში ვიზიტების ერთ-ერთი საკითხი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება იქნება, რაშიც საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. კობახიძის თქმით, მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ყველაფერს გააკეთებს.