პოლიტიკურ სპექტრშიი აქტიურად ისმის კითხვები ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკკავშირებით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიების გაერთიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მათი შეფასებით, ის პარტიები, რომლებიც 5% იან ბარიერს ვერ ლახავენ, უნდა გაერთიანდნენ, რათა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველთა ხმები არ დაიკარგოს. მათი შეფასებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ,პოლიტიკურ მარათონში რამდენიმე მასხვილი პარტია იქნება ჩამოყალიბებული და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაში ოპოზიცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.