რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ხმისმიცემა ქვეყანაში 15, 16 და 17 მარტს გაიმართება, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, პუტინი პოზიციას კიდევ 6 წლით, 2030 წლამდე, განიმტკიცებს.