მას შემდეგ რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა დავით კეზერაშვილს ვიზის მიცემაზე უარი უთხრა, ქართველი პოლიტიკოსები რამდენიმე მიზეზზე ალაპარაკდნენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ რომ, მომხდარი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობები, ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ ფულის გათეთრების შესახებ, რეალურია. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, ისინი მმართველ ძალას ურჩევენ, დაინტერესდნენ იმ ადამიანების უმძიმესი გზით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მაგალითად მექსიკა-ამერიკის საზღვარზე გადიან.