შეიქმნება თუ არა პარლამენტში აგვისტოს ომის საკითხების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" ამბობს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მათი განმარტებით, თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, პარლამენტი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებების გამოძიებას დაიწყებს.