ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. განცხადება სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.როგორც მან აღნიშნა, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია ნატო-ს მუშაობასა და მიღწევებზე 2023 წლის განმავლობაში. ანგარიშში საუბარია საქართველოზეც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო-ს საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტია . 2014 წელს უელსის სამიტზე მისი დამტკიცებიდან, ის გახდა შესაძლებლობის გაძლიერებისკენ მიმართული ნატო-ს ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი.