პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა „ნაცებს“ - ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ, საარჩევნო კოდექსზე დადებული ვეტო შეაფასა. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი ვეტოს საფუძველი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ შეესაბამება. ამავდროულად, მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. რას აცხადებენ დეპუტატები.