ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების განხილვის წინადადებით გამოდის. რეზოლუციას მხარი ევროპარლამენტის 504-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ - 4 წავიდა, ასევე 32-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. დოკუმენტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქცია. რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის წევრები გამოდიან შეთავაზებით, რომ სომხეთის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა განიხილონ. დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს, რომ ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, აქტიურად დაუჭირონ მხარი სომხეთს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაფართოებაში არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების, ადამიანებსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების სფეროებში.