უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული ტერორის დამარცხება დემოკრატიული სისტემების გადარჩენის საკითხია. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საკმარისი მხარდაჭერის შემთხვევაში, უკრაინას საკუთარი ტერიტორიებისა და მოსახლეობის დაცვა ნამდვილად შეუძლია. ზელენსკი ქვეყნის პარტნიორებს დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.