ქვეყნის მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის უკვე 15-ი სადგური ფუნქციონირებს, მათ შორისაა 13-ი ავტომატური და 2-ი მობილური სადგური. პროექტის ფარგლებში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ზუგდიდის ავტომატური სადგურიც დაემატა. ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა და საქართველოში შვედეთის ელჩმა გახსნეს. დამონტაჟებული ახალი სადგურებიდან მიღებული მონაცემები გარემოს ეროვნული სააგენტოს პორტალზე, ეტაპობრივად აისახება.