ელექტრონული არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია გრძელდება. საარჩევნო ტექნოლოგიებს ამჯერად, სემეკ-ის თანამშრომლები გაეცნენ. შეხვედრა ცესკო-ს თავმჯდომარემ გახსნა და დამსწრეებს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ელექტრონული აპარატების პრეზენტაციას სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.