ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებაში” არაერთგვაროვნად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, მაშინ, როდესაც ადეიშვილი 2015 წლიდან წითელი ცირკულარით აღარ იძებნება, მისი საქართველოსათვის გადმოცემის მოთხოვნა, უსაფუძვლო და ალოგიკურია. მათივე განმარტებით, “ქართულმა ოცნებამ” ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნის გამოცხადებისათვის არაფერი გააკეთა, ახლა კი დასავლელი პარტნიორებისაკენ ხელს უსაფუძვლოდ იშვერს. ოპონენტებისაგან განსხვავებით, “ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ ადეიშვილი დამნაშავეა, რომელსაც დასავლეთში პატივისცემით არ უნდა ხვდებოდნენ.