ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები გრძელდება. როგორც ცნობილია ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო. საკითხს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება სისტემურ ცვლილებებს მაინც არ ახორციელებს.