პოლონეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„დიახ, ჩვენ შევუერთდით“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ ვაშინგტონში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
რადოსლავ სიკორსკიმ არ დააკონკრეტა ის, თუ რა თანხას გამოყოფს პოლონეთის მთავრობა ჭურვების შესაძენად.
ცნობისთვის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის ინიციატივას 18 სახელმწიფო შეუერთდა.