ნაფიცმა მსაჯულებმა თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის მიმართ, გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს. აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, ალი ბალაძე დამნაშავედ ცნეს შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებაში, ყოფილი სპეცრაზმელი მამუკა ბერიძე კი - შავაძის უკანონო დაკავებასა და ჯგუფურად მკვლელობაში. სასამართლომ ორივე ბრალდებულს, სასჯელის სახით, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. დაცვის მხარის განცხადებით, ეს იყო გაქცევის იმიტაცია, რაც სიცრუეა და გამოძიებითაც დადასტურდა.