როგორ ასრულებს ხელისუფლება ევროკომისიის 9 რეკომენდაციას - შესაბამისს შუალედურ ანგარიშსს რამდენიმე კვირაში არასამთავრობო სექტორი წარადგენს. მათ დათქმების შესრულებაზე ოპოზიციასთან ერთად კიდევ იმსჯელეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ქართული ოცნება დაქმების შესრულების პროცესის გააჭიანურებას ეცდება. მათივე თქმით, ევროპელი პარტნიორების დადებითი შეფასებებისთვის აუცილებელია, მმართველმა ძალამ 2024 წლის არჩევნები სამართლიანად ჩაატაროს. ოპოზიაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მართმსაჯულების სისტემის რეფორმას შეეხება, რისთვისაც ქართული ოცნება მზად არ არის.