ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მისი ყოფილი თავმჯდომარისა და ნიკა გვარამიას ერთობაზე ბევრს არ საუბრობს. პარტიაში ამბობენ,რომ ქვეყანაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემები და პრობლემები არსებობს. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ძალებს, ამბობენ,რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია ‘ახალი’ ნაციონალურ მოძრაობას ხმებს წაართმევს. როგორც ცნობილია, ახალი თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე სხვა ოპოზიციურ პარტიასთან მართავს, მეტი დეტალი კი ცნობილი აპრილში გახდება, როცა პარტია ოფიციალურად დარეგისტრრდება. პლათფორმის წევრები ამბობენ,რომ ქვეყანას სჭირდებოდა ახალი პოლიტიკური გაერთიანება რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართულ ოცნებას დაამარცხებს.