საქართველოს ახალმა პრემიერმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თავისი სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე გიორგი ქაჯაიათი ჩაანაცვლა. მთავარობის მეთაური განმარტავს, რომ აბაშიძემ თანამდებობიდან წასვლის სურვილი ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გამოთქვა, ამიტომ ამ ფაქტს მის დანიშვანსთან კავშირი არ აქვს. განხორციელებული ცვლილებების შესახებ საკუთარი შეხედულება აქვს ოპოზიციას. მათი განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატმა საკუთარი რესურსი უკვე ამოწურა.