აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, საქართველოს საგარეო დახმარება 80 მილიონი დოლარით არის გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 8 მილიონით ნაკლებია. ამ საკითხს “ქართული ცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ, შესაძლოა, აშშ-ს ეს გადწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებს უკავშირდებოდეს, რადგან, მათი თქმით, დახმარების დიდ ნაწილს სწორედ მესამე სექტორი იღებს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ“ქართული ოცნების” ე.წ. ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მიუხედავად, აშშ-ი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.