ჰაიტის პრემიერ-მინისტრი გადადგა. არიელ ჰენრის ოფიციალური გადაწყვეტილება იამაიკაში რეგიონული ლიდერების შეხვედრის პარალელურად გახდა ცნობილი, სადაც ჰაიტიში პოლიტიკურ ვითარებაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. არიელ ჰენრიმ ჰაიტის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წელს ყოფილი პრეზიდენტის, ჯოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ დაიკავა. ჰაიტიში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც შეიარაღებულმა ჯგუფებმა დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსის ციხიდან პატიმრები გამოუშვეს და დედაქალაქზე კონტროლი დაამყარეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ამ დაჯგუფების ლიდერმა, ჯიმი შერიზიემ აიღო და განაცხადა, რომ იგი პრემიერ-მინისტრის, არიელ ჰენრის მთავრობის გადადგომას მოითხოვდა.