ჯანდაცვის ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება. ის ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა 1-ელ მარტს დატოვა. „ქართული ოცნების“ შეფასებით, სარჯველაძე სამინისტროს გამართულ მუშაობას სრულად უზრუნველყოფს. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ არჩევნებამდე 8 თვით ადრე „ქართულ ოცნებაში" დაწყებულ საკადრო ცვლილებებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, ოპოზიციონერთა შეფასებით, სამინისტროში ძირეული პრობლემები მაინც არ აღმოიფხვრება.