ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. ნატო-ს მოკავშირეების დროშების გვერდით ალიანსის 32-ე წევრის, შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონიას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონიც დაესწრნენ. შვედეთის პრემიერის თქმით ქვეყანა ამაყია და მზადაა მოკავშირეებთან ერთად პასუხისმგებლობა და რისკები გაიზიაროს. შეგახსენებთ, შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად 7 მარტს გახდა.