ანჯეი დუდას განცხადებით, ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3% უნდა დახარჯონ. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, თეთრ სახლში ვიზიტის ფარგლებში შეთავაზებას წარადგენს, რომლის შესახებაც მოკავშირეებთან და ნატოს გენერალურ მდივანთანაც ისაუბრებს. მისი თქმით, ნატო-ს ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი პროდუქტის 2%-ის ნაცვლად 3% უნდა დახარჯონ და ეს ლიმიტი უნდა იყოს. დუდამ აღნიშნა, რომ თუ მოკავშირეები თავდაცვას გააძლიერებენ, ძლიერ ალიანსზე თავდასხმას ვერავინ გაბედავს. ცნობისთვის, ანჯეი დუდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით 12 მარტს თეთრ სახლს ეწვევიან.