გერმანიის რკინიგზის მემანქანეები 12 მარტს ისევ გაიფიცებიან. პროფკავშირების განცხადებით, მემანქანეები სამსახურში 24 საათის განმავლობაში არ გამოცხადდებიან. ბოლო ოთხ თვეში გერმანელი მემანქანეები უკვე მეექვსედ იფიცებიან. ბოლო პროტესტი სამი დღის წინ იყო. პროფკავშირების მთავარი მოთხოვნა ცვლებში მომუშავე მემანქანებიის სამუშაო დროის კვირაში 38-საათიდან 35 საათამდე, სახელფასო დანაკლისის გარეშე შემცირებაა. მემანქანეები ხელმძღვანელობისგან ხელფასის 15%-ით გაზრდასაც ითხოვნ, რაზეც მთავრობა უარს აცხადებს.