პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და პრემიერი დონალდ ტუსკი 12 მარტს აშშ-ს ეწვევიან. ვიზიტის შესახებ განცხადება პრეზიდენტისა და პრემიერის ოფისებმა გაავრცელეს. ვიზიტის ფარგლებში, დუდა და ტუსკი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებს გამართავენ. გარდა ამისა, დუდა სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს და რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერს, მიჩ მაკკონელსაც შეხვდება. პოლონეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და პალატის დემოკრატების ლიდერს, ჰაკიმ ჯეფრისს. შემდეგი ვიზიტით, ანჯეი დუდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკებებისთვის ბრიუსელში გაემგზავრება. თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ლიდერების ვიზიტი პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანების 25 წლისთავს ემთხვევა და ალიანსის მიმართ აშშ-ისა და პოლონეთის საერთო, ურყევ ერთგულებას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.