თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, სხდომაზე ბრალდების მხარე მოწმეებს დაკითხავს, თუმცა აქვე დასძენს, რომ მოწმეთა ჩვენებები მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე არ მეტყველებს და ბრლადების მხარე სააკაშვილის ბრალეულობას ვერ დაადგენს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლება პროკურატურას თავისი ინტერესების გატრებისთვის იყენებს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას ტელეკომპანია იმედში შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.