„ჰამასის“ მეთაური ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შეფერხებაში ადანაშაულებს. ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ „ჰამასი“ჯერ კიდევ ეძებს მოლაპარაკებების გზას. ისრაელს, სამხედრო შეტევის შეჩერების ვალდებულება კი ამ დრომდე არ აუღია. ჰანიეს განცხადებით, „ჰამასს“ პალესტინის მოქალაქეთა დაცვა და ამის მშვიდობიანად განხორციელება აქვს გადაწყვეტილი.