ევროპელ დიპლომატებთან ზურაბ ადეიშვილის შეხვედრას საქართველოს მთავრობა სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. აღნიშნულ განცხადებაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის ფონზე, საქართველოს მთავრობამ ღრმა წუხილი და შეშფოთება გამოთქვა იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინის ხელისუფლების ამ დამოკიდებულების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა, რადგან ახლა უკრაინა ომშია ჩართული და რუსეთის სამხედრო აგრესიისგან თავს იცავს.