ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
„ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება. უნდა ვებრძოლოთ მას და დავამარცხოთ, რათა ბოროტებამ თეთრი დროშა აღმართოს და კაპიტულაცია მოახდინოს“, - დაწერა ლატვიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.