ინდოეთის გამოძების ცენტრალური ბიუროს ინფორმაციით "ადამიანებით ვაჭრობის მსხვილი" ქსელი გამოააშკარავეს, რომლებსაც ახალგაზრდები მოტყუებით რუსეთში ჩაჰყავდათ და უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას აიძულებდნენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ აღნიშნული ქსელით რუსეთში 35 ადამიანი მოხვდა. სულ მცირე 2 ადამიანი კი ფრონტზე დაიღუპა. CBI-ში აცხადებენ, რომ ადამიანით მოვაჭრეები, რომლებიც ინდოეთის რამდენიმე შტატში მოქმედებდნენ, მსხვერპლებს სოციალური ქსელებისა და ადგილობრივი აგენტების დახმარებით პოულობდნენ და რუსულ უნივერსიტეტში ჩარიცხვას სთავაზობდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ომში ინდოელების მოტყუებით ჩათრევის ყველა შემთხვევას მოსკოვთან განიხილავენ.