რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა როსტოვისა და კურსკის ოლქებში უკრაინული 47 დრონი ჩამოაგდეს. გუბერნატორების განცხადებით დრონების ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა კურსკის ოლქში ჩამოგდებული ერთ-ერთი დრონი სამედიცინო კლინიკას დაეცა და პაციენთა სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო. როსტოვის ოლქში კი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად სამაშველო სამსახურის ერთი თანამშრომელი დაშავდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, უკრაინულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ოლქებზე იერიში გვიან ღამით მიიტანეს.