სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო ობიექტებს ესტუმრა. სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, ოთარ ბერიანიძემ მინისტრს ქვედანაყოფების საქმიანობა და ბაზების ინფრასტრუქტურა გააცნო. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საცხოვრებელი ყაზარმები, სპეციალური აღჭურვილობა, ავტოპარკი, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერეს. ირაკლი ჩიქოვანი ადლიაში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზაზეც იმყოფებოდა და სამხედრო სამსახურის პირობებს გაეცნო.